ხაბეიშვილი თავდასხმებზე: ცხადია, რომ ამას აორგანიზებს ქართული ოცნება, ამას აკეთებს დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური
„ცხადია, რომ ამას აორგანიზებს ქართული ოცნება, ამას აკეთებს დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს - ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, მიმდინარე ჩასაფრებებთან და ძალადობასთან დაკავშირებით გააკეთა.
ცხადია, რომ ამას აორგანიზებს ქართული ოცნება, ამას აკეთებს დიმიტრი სამხარაძე, ხარაზიშვილი, გომელაური - ეს ხალხი აორგანიზებს ამ ყველაფერს. თუ ასე არ არის, გუშინ საპატრულო პოლიცია, რომ გამოიძახეს ტელეკომპანია პირველთან არავინ მისულა ამ დრომდე. შესაბამისად ყველა კარგად ხვდება და ყველას კარგად ესმის, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორები არიან ხელისუფლებაში, ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს. ქუჩა-ქუჩა, სახლ-სახლ ადამიანებს დასდევდნენ და კაციშვილს არ იჭერდნენ და არავინ პასუხისგებაში არ მიეცეს - მგონი ყველაფერი გასაგებია, ვინ როგორ აკეთებს. რა აწყობთ და რა არ აწყობთ, მათ უკვე აღარაფერი აღარ აწყობთ, იმიტომ რომ არანაირი მორალური, პოლიტიკური მდგენელი ქართულ ოცნებას არ აქვს და არ გააჩნია.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.