ხაბეიშვილი: პრემიერი არის არალეგიტიმური
„პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება. ამიტომ არანაირი ლეგიტიმური უფლება ილაპარაკოს მოქალაქეებზე, ამ ადამიანს არ აქვს.“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
ხაბეიშვილი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერი რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს.
პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება. მის მიერ შემოტანილ კანონს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობა, ეწინააღმდეგებიან ჩვენი პარტნიორები და არავის არ უნდა ეს კანონი. შესაბამისად, ასევე ის არღვევს კონსტიტუციას, როდესაც საქართველოს ევროპულ კურსს ცვლის და 29 აპრილს ეს მისმა ბატონმა, ივანიშვილმა ღიად განაცხადა. ამიტომ არანაირი ლეგიტიმური უფლება ილაპარაკოს მოქალაქეებზე ამ ადამიანს არ აქვს. სანამ დროა გონს მოეგონ და ეს კონკრეტული დანაშაულები შეწყვიტონ და კონკრეტული დამნაშავეები მისცენ პასუხისგებაში. და თუ ამას არ აკეთებენ უნდა ესმოდეთ, რომ უბრალოდ კიდევ უფრო მეტად იმძიმებენ სამართლებრივად საქმეს, როგორც პრემიერ მინისტრი, ასევე ყველა ის ადამიანი ვინც უკანონო დავალებას ასრულებს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.