პასუხისმგებლობა ეკისრება გომელაურს და მის პირველ მოადგილეს იოსებ ჭელიძეს, რომელიც განაგებს მსგავს დავალებებს - მელაძე ჩასაფრებაზე

10.05.24 14:26
პასუხისმგებლობა ეკისრება გომელაურს და მის პირველ მოადგილეს იოსებ ჭელიძეს, რომელიც განაგებს მსგავს დავალებებს - მელაძე ჩასაფრებაზე

 

 

 

"ამ ხალხის სამიზნე იყვნენ ან გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი, რომლებიც მათ საქმიანობაზე ვაკეთებთ რეპორტაჟს ან იყვნენ სტუდიაში მყოფი პოლიტიკოსები", - ამის შესახებ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე "დღის ამბებთან" საუბრობს.

მელაძის თქმით, გუშინ ტელევიზიასთან მოწყობილი ჩასაფრება შესაძლოა უკავშირდებოდეს საგამოძიებო რეპორტაჟს, რომელსაც გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი ხვალისთვის ამზადებს და სადაც გაშიფრულია ყველა ის პირი, ვინც გმირთა მოედანზე რამდენიმე დღის წინ ანტირუსულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე იძალადა და რომელთა კავშირებიც გამოიკვეთა სპეცრაზმთან.

ამ ხალხის სამიზნე იყვნენ ან გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისი, რომლებიც მათ საქმიანობაზე ვაკეთებთ რეპორტაჟს, რომელიც ხვალ გავა, სადაც გაშიფრული გვყავს ეს ადამიანი და სხვათა შორის, ამ თავდამსხმელების და სპეცრაზმის ძლიან მჭიდრო კავშირები იკვეთება, ამის შესახებ ხვალ მოვყვებით ან იყვნენ სტუდიაში მყოფი პოლიტიკოსები.

აქ არიან გამომძიებელი ჟურნალისტები, რომლებიც გამოძიებას ამზადებენ ამ პირებთან დაკავშირებული ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულზე - გმირთა მოედანზე სპორტსმენებმა რომ სცემეს აქციის მონაწილეები. ეს არის ერთი ჯგუფი, შესაბამისად, იმ დროს მზადდება ტელევიზიაში ეს გამოძიება, დღის განმავლობაში ყველასთან მისულები ვართ, ყველა დაიდენტიფიცირებულია, ყველა დადგენილი, ჩაწერილი გვყავს და მათ აქვთ პანიკა და ამ დროს ეს მოქმედებები ხდება ტელევიზიაში,“ - ამბობს ნოდარ მელაძე.

ის ფაქტი, რომ მყისიერი საფრთხის შესახებ შესული შეტყობინების მიუხედავად, ამ დრომდე ტელევიზიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ მისულან, ნოდარ მელაძეს უმყარებს ეჭვს, რომ ჩასაფრების "სპეცოპერაციის თანამზრახველი არის შს მინისტრი".

ნოდარ მელაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას აკისრებს შს მინისტრს და მის პირველ მოადგილეს იოსებ ჭელიძეს.

აქ ისინი იყვნენ განაწილებულები და იყო მოწყობილი ჩასაფრება თავდასხმისთვის... ეს არის კრიმინალური სპეცოპერაცია, რომელიც მიდიოდა გუშინ ტელევიზიის შენობასთან და ამ კრიმინალურ სპეცოპერაციის თანამზრახველი არის შს მინისტრი, რომელმაც პატრული კი არ გამოაგზავნა.

ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გომელაურს და მის პირველ მოადგილეს იოსებ ჭელიძეს, რომელიც განაგებს მსგავს დავალებებს და ქმედებებს. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა ადამიანის უსაფრთხოებაზე, ვინც ტვ პირველში მუშაობს, იმიტომ, რომ მათ შევატყობინეთ, დოკუმენტურად მივაწოდეთ მტკიცებულებები, რომ აქ ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას, რომლის სავარაუდო განზრახვა შეიძლება ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, თუმცა მათ რეაგირება არ მოახდინეს... ყველა დამრბევი და ყველა უკანონო დავალების შემსრულებელი სამართალდამცავის უკან დგანან გომელაური და ჭელიძე,“ - ამბობს მელაძე.

მსგავსი სიახლეები