პარლამენტთან ჭიშკარს ამაგრებენ

10.05.24 14:59
პარლამენტთან ჭიშკარს ამაგრებენ

პარლამენტთან ჭიშკარს ამაგრებენ. დილიდან ადგილზე ხელოსნები უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელ კარს ამოწმებენ.

შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, პარლამენტის ჭიშკარი დაზიანებულია - "1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი".

პარლამენტის ჭიშკარს რკინის დამატებითი კონსტრუქცია რამდენიმე თვის წინ დაუყენეს. რკინის ჭიშკარს, საიდანაც დეპუტატები ავტომობილებით შედიან, დამატებით რკინის კონსტრუქცია როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩის მხრიდან დაუმონტაჟეს. 

მსგავსი სიახლეები