პაპუაშვილი თავდასხმებზე: ძალადობა იწვევს ძალადობას

10.05.24 17:57
პაპუაშვილი თავდასხმებზე: ძალადობა იწვევს ძალადობას

"შსს აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა...შეეძლოთ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები და არ გამოიყენეს," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობს.

პაპუაშვილის თქმით, "ძალადობა იწვევს ძალადობას, ეს არის სპირალი, რომელშიც შეყავს ენმ-ს საზოგადოება".

შსს, ხედავდით თქვენ აქციების დროს, სანიმუშოდ იქცეოდა მათ შორის, აქციის მონაწილეთა დაცვის მხრივ, ჟურნალისტების დაცვის მხრივ. საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. შს მინისტრმა თქვა კიდევაც, რომ როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან, უკვე იყო დამდგარი მომენტი, როდესაც შეეძლოთ გამოეყენებინათ რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა პოლიციამ. უფრთხილდება ყოველ ჯერზე იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ, ვინაიდან ვიცით თუ რა ძალები დგას ამის უკან საერთო ჯამში, რომლებიც იყენებენ გარკვეულწილად მარიონეტად აქციის წარმომადგენლებს და მიჰყავთ ძალადობისკენ," - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები