როგორ ზომავს კობახიძე ინტელექტის დონეს და როგორია "ოცნების" მაღალჩინოსნების IQ?

10.05.24 20:13
როგორ ზომავს კობახიძე ინტელექტის დონეს და როგორია "ოცნების" მაღალჩინოსნების IQ?

 

 

ბერბიჭაშვილებად შერაცხული ახალგაზრდობა და საზოგადოების ორად გახლეჩის ღია მცდელობა ირაკლი კობახიძისგან - მომავალი თაობა, რომელიც ერთი თვეა ქუჩაში ქვეყნის ევროპულ მომავალს უწყვეტად იცავს, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ილია ჭავჭავაძის მკვლელს შეადარა. "სირცხვილია" - ასე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი კობახიძის ვრცელ წერილს. "ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა და ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან გამონაკლისის გარეშე", - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

თუმცა პრემიერის შეურაცხყოფები ახალგაზრდების მიმართ ამით არ მთავრდება. კობახიძემ საზოგადოება განათლებულებად და უცოდინრებად დაყო. შესაბამისად,  ყველა, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებად გამოაცხადა. დღეს გავიგეთ, რომ მაღალი IQ  მხოლოდ "ქართულ ოცნებას" ჰქონია, თუმცა რა მეთოდოლოგიით გაზომა პრემიერმა მისი გუნდის ინტელექტუალური შესაძლებლობები და ვინ რამდენი ქულა მიიღო - ეს არც უმრავლესობაში იციან.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები