ცემა, დაშინება და დაკავებები - "ოცნება" რეპრესიების ყოველდღიურ რეჟიმზე გადადის
ხალხის ძალით შეშინებული "ოცნება" კი რეპრესიების ყოველდღიურ რეჟიმზე გადადის. ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ შაბათის დიდ აქციამდე რაც შეიძლება მეტ ადამიანზე იძალადოს, შეაშინოს ან ციხეში გაუშვას. სასტიკი ძალადობის კიდევ ერთი ეპიცენტრი გუშინ ჭავჭავაძის გამზირი იყო, სადაც ადამიანებს წიხლებით და მუშტებით უსწორდებოდნენ. ქალი, რომელიც 37 წლის განმავლობაში პირველად აქციაზე შვილის თხოვნით გავიდა, შვიდმა პოლიციელმა სცემა.
კიდევ ერთი ქალი კი რამდენიმე სამართალდამცველმა ქუჩაში ძალის გამოყენებით ათრია და ამ ფორმით გაიყვანეს ტერიტორიიდან. გომელაურის პოლიციელები არ ინდობდნენ არავის და სასტიკი მეთოდებით, სრულიად უმიზეზოდ უსწორდებოდნენ ყველას. აქტივისტი ლევან აბდუშელიშვილი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ პოლიციელს ჰკითხა, რატომ უყვიროდა მის მეგობარს. ამის შემდეგ კინოცენტრის ყოფილ თანამშრომელს სამართალდამცველების აგრესიული ჯგუფი დაესია და მანქანაში ჩატენა.
გუშინდელი რეპრესიების შედეგად სულ 11 ადამიანი დააკავეს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.