უკვე მეორედ მომივარდნენ ოჯახში, ჩემი პატარა შვილები ვერ დამიტოვია მარტო - მუმლაძის მიმართვა

10.05.24 18:29
უკვე მეორედ მომივარდნენ ოჯახში, ჩემი პატარა შვილები ვერ დამიტოვია მარტო - მუმლაძის მიმართვა

 

 

"ეს არის კრიმინალი, კატასტროფა, უკვე მეორედ მომივარდნენ ოჯახში, ჩემი პატარა შვილები... ბავშვები ვერ დამიტოვია მარტო," - ამ ემოციურ მიმართვას გიორგი მუმლაძე "დღის ამბების" ეთერში აკეთებს.

მუმლაძე ამბობს, რომ დღეს უკვე მეორედ იყვნენ მასთან მისულები ანგარიშსწორებისთვის, მას მანქანით აედევნენ.

ქუჩის შესასვლელთან დაგვხვდა ჰონდა ფიტი, გადმოხტა 4 ნიღბიანი, მე და ლაშ ქველაძე ვიყავით, სცადეს ჩემი გადმოთრევა მანქანიდან, მაგრამ წავედით, ჩვენ გზა გავაგრძელეთ, დაახლოებით, 2-3 კმ გვდია ამ ხალხმა, უნდოდათ ჩვენი ფიზიკური განადგურება. მაგრამ შემდეგ ჩავისვით ჩვენი მეგობარი, როგორც კი დაინახეს, რომ ვიყავით სამნი, მაშინვე გაგვექცნენ და ჩვენ ვდიეთ მთელი ქალაქი. სამწუხაროდ, პოლიციამ სრული იგნორი მოახდინა, გაატარა ეს მანქანა, მიუხეედავად იმისა, რომ მივაწოდეთ ნომრები,“ - ამბობს მუმლაძე.

მსგავსი სიახლეები