ჩასაფრება და თავდასხმები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე - შსს არ იმჩნევს
სიკვდილის ბრიგადების ამ დრომდე თავისუფლად დათარეშობენ და ხელისუფლებისგან წახალისებულები ისევ აგრძელებენ ანგარიშსწორებების სერიას. ეს იმიტომ, რომ არცერთი მოძალადე, ვინც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები სასიკვდილოდ გაიმეტა, დასჯილი არ არის. უფრო მეტიც, შს სამინისტროს ერთი პირის იდენტიფიცირებაც კი არ მოუხდენია და არც გამოძიება დაუწყია. თავდასხმების სერიას პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე გომელაურის უწყება, უბრალოდ, არ იმჩნევს.
უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი მუმლაძეს. მანამდე კი ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა დიმა ჩიქოვანზე, ბორის ჩელე ყურუაზე, ნოდარ ჩაჩანიძეზე და გია ჯაფარიძეზე. ეს თავდასხმების რდღიანი სერიიდან მხოლოდ მცირე ნაწილია. გასაჯაროებულია მტკიცებულებები, ვიდეო კადრები, საიდანაც თავდამსხმელების იდენტიფიცირება თავისუფლად არის შესაძლებელი, თუმცა პოლიციას ჯერ დაზარალებულებიც კი არ დაუკითხავს. ძალოვანი უწყების სრული უმოქმედობა მხოლოდ იმის დასტურია, რომ სიკვდილის ბრიგადების უკან ხელისუფლება დგას.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.