ოლიგარქის რეპრესიებმა არ გაჭრა - თბილისში ხვალ მასშტაბური აქცია გაიმართება

10.05.24 20:04
ოლიგარქის რეპრესიებმა არ გაჭრა - თბილისში ხვალ მასშტაბური აქცია გაიმართება

 

 

ქართველი ხალხის პასუხი რუსულ ტერორს - თბილისსა და რეგიონებში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. ხვალ დედაქალაქის ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვა. ოლიგარქის რეპრესიებმა არ გაჭრა. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს ის ლოკაციებია, საიდანაც ხვალ მასშტაბური მსვლელობები დაიწყება. ევროპის დღეს საბოლოო შეკრების ადგილი ევროპის მოედანია. 

ქუჩაში იქნება ყველა, ვინც რუსულ კანონს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხმამაღლა აპროტეტსებს. თბილისისკენ მოდიან რეგიონებიც, რომლებიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქიდან ქალაქს პროტესტის ესტაფეტას გადასცემდნენ. რუსული კანონის და ქვეყნის ხელმეორედ გასაბჭოების წინააღმეგ ბრძოლა ახალი ძალებით იწყება. ევროპის მარშით ევროპისკენ - ხვალ საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიგებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები