მე დავჭერი ეს მავთულხლართები წუხელ, ცოტა კი შემეშინდა, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იდგა რუსი, მაგრამ მოვასწარი, წამოვიღე - ლუდა სალია

10.05.24 19:33
მე დავჭერი ეს მავთულხლართები წუხელ, ცოტა კი შემეშინდა, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იდგა რუსი, მაგრამ მოვასწარი, წამოვიღე - ლუდა სალია

 

 

„მე დავჭერი ეს მავთულხლართები წუხელ საღამოს, ცოტა კი შემეშინდა, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს იდგა რუსი, მაგრამ მოვასწარი, წამოვიღე ეს მავთულხლართები, რომ მეჩვენებინა საქართველოსთვის,“ - ამის შესახებ ლუდა სალია ამბობს.

სალია გორში ანტირუსულ აქციაზე იმყოფება და საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებული მავთულხლართები აქვს მიტანილი.

რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს. პოლიციელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ხვალ შეიძლება ხელისუფლება გაიქცეს, კომფორტულად მოეწყობიან და ჩემი და იმ პოლიციელების შვილები, დარჩებიან საქართველოში და ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ და ხელი არ უნდა აღმართონ ჩვენზე. გუშინ ვუყურე საშინელებას, როგორ უსწორდებოდა პოლიცია ქალებს, ახალგაზრდა არასრულწლოვან ბიჭებს, ეს არის ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ყველა ერთად უნდა დავდგეთ, გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან, უარი ვუთხრათ რუსეთს, უარი ვუთხრათ რუსულ ოკუპაციას და უარი ვუთხრათ რუსულ კანონს და გაიწვიონ სასწრაფოდ,“ - ამბობს ლუდა სალია. 

მსგავსი სიახლეები