საგანგებო ვიზიტი შტატებიდან - რუსული კანონის განხილვის დღეს თბილისში ჯიმ ობრაიენი ჩამოდის

10.05.24 20:02
საგანგებო ვიზიტი შტატებიდან - რუსული კანონის განხილვის დღეს თბილისში ჯიმ ობრაიენი ჩამოდის

საგანგებო ვიზიტი შტატებიდან - "პირველების" ექსკლუზიური ინფორმაციით, ორშაბათს ღამე თბილისში სახელმწიფო დეპარამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჩამოდის.  ჯიმ ობრაიენი თბილისში სამშაბათს რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების დღეს იქნება. როდესაც სატელეფონო ზარებმა და საჯარო განცხადებებმა შედეგი ვერ გამოიღო,  შტატები მოქმედებაზე გადავიდა. 

ჯერ არ ვიცით შეხვდება თუ არა პრეზიდენტ ბაიდენის გუნდის მაღალჩინოსნს ხელისუფლება. ჯიმ ობრაიენს ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ქონდა მცდელობა, დაერწმუნებინა "ქართული ოცნება", რომ რუსულ კანონზე უარი ეთქვა. მან თავად დაწერა, რომ ესაუბრა "ოცნების" დეპუტატებს და  უთხრა, რომ კანონი რომლის მიღებასაც აპირებენ, კრემლის მიერ არის შთაგონებული. როგორც ჩანს, უშედეგო სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გადაწყვიტა, ივანიშვილის გუნდს სათქმელი ადგილზე უთხრას.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები