რაზე ისაუბრა კობახიძემ ბიზნესმენებთან - მთავრობის ადმინისტრაციის ვერსია

10.05.24 20:33
რაზე ისაუბრა კობახიძემ ბიზნესმენებთან - მთავრობის ადმინისტრაციის ვერსია

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრა დასრულდა - მთავრობის ადმინისტრაციის ვერსიით, მხარეებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ბიზნესსექტორისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს. 

საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. 

პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა." - ნათქვამია მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები