თმის ღერი კი არა, თავის ქალები ააცალეს ადამიანებს" - ხაბეიშვილი მდინარაძეს საკუთარ სიტყვებს ახსენებს

10.05.24 21:31
 თმის ღერი კი არა, თავის ქალები ააცალეს ადამიანებს" - ხაბეიშვილი მდინარაძეს საკუთარ სიტყვებს ახსენებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "პოლიტიკური ამბების" ეთერიდან ხელისუფლებას მიმართავს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ივანიშვილის გუნდს რუსული კანონის გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ენმ-ის ლიდერი მამუკა მდინარაძეს საკუთარ სიტყვებს ახსენებს და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დანაპირები არ შეასრულა.

"მახსოვს თქვა, არცერთი კანონი არ გვიღირს ერთი ადამიანის თმის ღერადაც კიო. თმის ღერი კი არა, თავის ქალები ააცალეს ადამიანებს" - ამბობს ხაბეიშვილი და იქვე დასძენს, რომ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ მოქალაქეებზე სასტიკი თავდასხმა უნდა შეწყდეს.

12 წლის თავზე ორჯერ შემოიტანეს რუსული კანონი, თან გვეუბნებიან, რომ ეს სჭირდებათ მოქალაქეებს და ორივეჯერ ადამიანებს თავები დაუხეთქეს, ახალგაზრდები დაიჭირეს, საქმეებს თხზავენ. ბელორუსში და რუსეთში არ ხდება ასეთი რაღაცები. მე მახსოვს მამუკა მდინარაძემ რომ თქვა, არცერთი კანონი არ გვიღირს ერთი ადამიანის თმის ღერადაც კი. თმის ღერი კი არა, თავის ქალები ააცალეს ადამიანებს, სცემენ უმოწყალოდ, ოჯახებში უვარდებიან ბავშვებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები