კრიტიკული ტელევიზიების თოქ-შოუების წამყვანებმა პრემიერთან შეხვედრა დროებით დატოვეს

10.05.24 22:20
კრიტიკული ტელევიზიების თოქ-შოუების წამყვანებმა პრემიერთან შეხვედრა დროებით დატოვეს

საქართველოს პრემიერ მინისტრს პროპაგანდისტული განცხადებების შემდეგ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა კრიტიკული მედიის ჟურნალისტებმა დატოვეს.

"ჩვენ აქ კითხვების დასასმელად ვართ"- უთხრეს პრემიერს თოქშოუების წამყვანებმა.

რუსული კანონის პროპაგანდა არ მჭირდება, მე აქ მოვედი იმისთვის რომ კითხვები დაგისვათ. თუ გინდათ კითხვებზე პასუხი, მოგვისმინეთ. მთავრობის სხდომაზე ისედაც ხომ საუბრობთ ამ ყოველივეს"- მიმართა მთავრობის მეთაურს ეკა მიშველაძემ. 

ამის შემდეგ კი "ტვ პირველის " "მთავარი არხისა" და "ფორმულას" წარმომადგენლებმა შეხვედრა დროებით დატოვეს. ისინი ადგილზე შეკითხვების ეტაპზე გადასვლის შემდეგ დაბრუნდებიან.

გარდა ამისა, კობახიძემ ჟურნალისტების პროტესტს "უზრდელობა" უწოდა და თქვა, რომ "უზრდელობა ქართული არაა". 

მსგავსი სიახლეები