ჰელსინკის კომისია: მოვლენების რეპრესიული განვითარება მიუთითებს სახელმწიფოს ჩართულობაზე
საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შევიწროებას შეთანხმებული ხასიათი აქვს და მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე მიუთითებს - ამის შესახებ აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (ჰელსინკის კომისია) წერს.
მათივე თქმით, მიუღებელია, რომ საქართველოში მიმდინარეობს აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შევიწროება, დაშინება და მათზე ძალადობა.
"მოვლენების რეპრესიული განვითარების შეთანხმებული ხასიათი მიუთითებს მასში სახელმწიფოს ჩართულობაზე და საჭიროებს საყოველთაო დაგმობას”. – აცხადებს ჰელსინკის კომისია.