მთავრობამ უკან დასახევი გზა დაიტოვა? - კობახიძე პოზიციების შეჯერებაზე ალაპარაკდა

10.05.24 22:56
მთავრობამ უკან დასახევი გზა დაიტოვა? - კობახიძე პოზიციების შეჯერებაზე ალაპარაკდა

დაიხევს თუ არა "ქართული ოცნება" უკან - რუსულ კანონზე საუბრისას საქართველოს პრემიერმა დღეს პირველად თქვა, რომ "შესაძლებელია პოზიციების შეჯერება". 

"შესაძლებელია, ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისთვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით" - თქვა რამდენიმე წუთის წინ ოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ. 

ამის პარალელურად, "ქართული ოცნების" ლიდერმა პრეზიდენტზე იერიში ისევ მიიტანა - მთავრობის მეთაურის სიტყვებით, "სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს ვეტოს კანონპროექტებს, NGO-ები უწერენ".

მე ვხედავ პოზიტიურ ძვრებს, ბოლო შეხვედრის დროს, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ არის ახლა მზაობა, კანონის ნორმებთან დაკავშირებით. მე განუმარტე ჩვენს პარტნიორებს, რომ, ვეტოს პროცედურის ფარგლებში შესაძლებელია, რომ შეჯერდეს პოზიციები. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ წერს საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ. შესაძლებელია ვეტოს პროცედურის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენ შევაჯეროთ პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ უკვე, ჩვენი პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტული შენიშვნები წარმოადგინონ და ასახონ პრეზიდენტის ვეტოში. ვეტო როცა შემოდის პარლამენტში, ეს ვეტო უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონკრეტული კანონპროექტის სახით. აქ უკვე იძულებაა, რომ კონკრეტული რაღაც შემოგთავაზონ"- თქვა მთავრობის მეთაურმა. 

მსგავსი სიახლეები