მოიტანეთ ფაქტები, გამოძიებას ბოლომდე ჩავყვები - პრემიერი თავდასხმებზე

10.05.24 23:12
მოიტანეთ ფაქტები, გამოძიებას ბოლომდე ჩავყვები - პრემიერი თავდასხმებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ თავდასხმების გამოძიებას "ბოლომდე ჩაყვება". ირაკლი კობახიძემ დღეს მედიას ფაქტების სამართალდამცავ სტრუქტურებში  მიტანა შესთავაზა. 

"ნებისმიერი ფაქტი მიიტანეთ სამართალდამცავ სტრუქტურებში და მე გპირდებით, რომ ბოლომდე ჩავყვები... გპირდებით, ჩავყვებით ბოლომდე ყველაფერს, გპირდებით... ხომ ამბობთ, რომ მიიტანეთ, ბოლომდე ჩავყვებით ყველაფერს"- თქვა კობახიძემ მედიის საპასუხოდ, რომლებმაც პრემიერს უთხრეს, ფაქტები პოლიციამ კარგად იცის და სახეზე არიან დაზარელებულებიც. 

"რა დანაშაულიც არის ჩადენილი, გამოვიძიებთ" - ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი და ირწმუნება, რომ "ჩვენი დანაშაული არ არსებობს".

მსგავსი სიახლეები