ნოდარ ტურაშვილი გაათავისუფლეს

11.05.24 00:31
ნოდარ ტურაშვილი გაათავისუფლეს

"პირველების" ინფორმაციით, შეფ ნოდარ ტურაშვილი გაათავისუფლეს.  ახალგაზრდა ორთაჭალის იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. 

ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა ტურაშვილის ადგილსამყოფელის გაგებას. 

შეფ ნოდარ ტურაშვილთან პოლიცია, დაახლოებით, 18:00 საათისთვის მივიდა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.  ინფორმაცია მან "ფეისბუქზე" თავად გაავრცელა:

"ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო" - დაწერა ტურაშვილმა. 

ტურაშვილი სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე აქტიურად ათავსებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მხარდამჭერ პოსტებსა და ვიდეოებს. 

მსგავსი სიახლეები