ათი ათასობით ადამიანის პროტესტის ფონზე კობახიძე ამტკიცებს, რომ "ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა
ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი "ხალხის მხარდაჭერით" სარგებლობს.
მთავარი ფაქტორი ხალხის მხარდაჭერაა. დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.