შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობით, რომლებიც კრემლის მიერ შთაგონებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან - ო'ბრაიენი
სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯიმ ო'ბრაიენი, რომლეიც საქართველოს რამდენიმე დღეში წევევა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმაურება და რუსული კანონის მოწინაღმდეგეთა მიმართ ძალადობას გმობს.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის შესახებ და ვგმობთ ამას. ქვეყანა, რომელიც აპირებს ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებისკენ სვლას, ჩაატარებდა სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას," - წერს ო'ბრაიენი.
"პირველების" ინფორმაციით, ჯიმ ობრაიენი თბილისში სამშაბათს რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცების დღეს იქნება.