"ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან" - სალივანი

11.05.24 10:41
"ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან" - სალივანი

"ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები და რიტორიკა შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან - თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე - დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.

"ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას და შექმნილია ქართველების იზოლაციისთვის აშშ-გან და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით," - წერს სალივანი X-ზე.

მსგავსი სიახლეები