თუ ამ კანონს მიიღებენ, საქართველოს პრობლემები შეექმნება ევროკავშირის გზაზე - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს. პაველ ჰერჩნსკიმ დღეს კიდევ ერთხელ გაუმეორა ივანიშვილის პარტიის ლიდერებს, რომ თუ რუსულ კანონს საბოლოოდ დააკანონებენ ქვეყანას, ევროკავშირის გზაზე პრობლემები შეექმნება.
ევროპელი დიპლომატი ოცნებას მოუწოდებს მოუსმინონ საკუთარი ხალხის ხმას და პარტნიორების რჩევებსაც. ეს განცხადებები ჰერჩინსკიმ ევროპიის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძებაზე გააკეთა.
აქ ვართ იმისთვის, რომ ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღეები. ვიცით, რომ საქართველოს უმრავლესობის არჩევანი ევროპაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ყველა სირთულის მიუხედავად.
როგორც ევროკავშირი, ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რომ ქვეყანამ წინ იაროს. მაქვს იმედი, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული ამ ფორმით. თუ მიიღებენ ამ კანონს, საქართველოს შეექმნება პრობლემები ევროკავშირის გზაზე. თუ ამ კანონის მიღება უნდა "ქართულ ოცნებას", უნდა მიიღონ იმ ფორმით, როგორც ვენის კომისია გადაწყვეტს, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისად", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.