რეპრესიებმა და დაშინებამ არ გაჭრა - ქვეყანა დღეს მასშტაბური ევროპული მარშისთვის ემზადება

11.05.24 11:54
რეპრესიებმა და დაშინებამ არ გაჭრა - ქვეყანა დღეს მასშტაბური ევროპული მარშისთვის ემზადება

ქვეყანა ევროპული მარშისთვის ემზადება. დღეს ზუსტად 19:00 საათზე საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოსს საკუთარ ხმას გააგონებენ - "არა რუსულ კანონს, კი ევროპას". სიკვდილის ღამის ბრიგადების, დაშინების, რეპრესიების, დაჭერების, ფიზიკური ძალადობის და ცემის მიუხედავად, ქართველებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა დაიცვან. 

საზოგადოებას სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული. მარჯანიშვილის მოედანი, მეტრო 300 არაგველი, პირველი რესპუბლიკის მოედანი და ექსპო ჯორჯია - ეს შეკრების მთავარი ადგილებია, საიდანაც  ხალხი ევროპის მოედანზე მივა და საკუთარ ნებასა და ხელისუფლების მოქმედებებს შორის განსხვავებებს ევროპას უჩვენებენ.

ცნობილია ასევე, რომ მოქალაქეები თბილისში რეგიონებიდანაც ჩამოდიან. ევროპულ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა შეუერთდებიან მსახიობები, ხელოვანები, მომღერლები და საზოგადოებისთის ცნობილი სხვა სფეროს წარმომადგენლები. 

როდესაც ხელისუფლება ძალიან ბევრ ფულს იხდიდა, რომ აქციაზე ხალხი მოეყვანა, ჩვენე ეს შეგვიძლია გავაკეთოთ უფასოდ და ძალიან სწრაფად და ეს ყოველ დღე უნდა დავამტკიცოთ, უნდა დავამტკიცოთ, რომ ამ დაშინებებმა ჩვენზე არ იმოქმედა და პირიქით, უკვე გაგაბრაზა. ჩვენზე მუქარა შიშს კი არა, ბრაზს იწვევს და ეს უნდა დავანახოთ დღეს. ეს უნდა იყოს ამ დღის სიმბოლო, რომ შიშთ ელაპარაკონ თავისნაირებს, - ამბობს აქტივისტი. 

 

მსგავსი სიახლეები