სცენიდან მოსმენილი პროტესტი - ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კობახიძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
სცენიდან მოსმენილი პროტესტი და კითხვებს გაქცეული პრემიერი. ევროპის დღეებზე კობახიძის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა. პრემიერს კობახიძეს მოქალაქეებმა დარბაზიდან შეძახილებით შეახსენეს, რომ ქვეყანაში რუსული კანონი არავის სჭირდება. “არა რუსულ კანონს” - ასე სკანდირებდა საზოგადოების ნაწილი პრემიერის გამოსვლის დროს, რის შემდეგაც მათ სივრცე დაატოვებინეს.
"ისმოდა შეძახილები - არა რუსულ კანონს. მნშვნელოვანია, რომ ასეთი პლატფორმები გამოვიყენოთ. ეს ადამიანები არიან მოძალადეები, დამნაშავეები და მათი ასე თავშეყრის ადგილებში სიარული პროსტესტის გარეშე არის დაუშვებელი", - ამბობს აქტივისტი.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან "ექსპო ჯორჯიას" პავილიონი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.