დაშინებები, გატაცებები, დახვედრები და გინებები გრძელდება - რას უყვებიან "დაფიონის" წევრები "პირველებს"

11.05.24 12:19
დაშინებები, გატაცებები, დახვედრები და გინებები გრძელდება - რას უყვებიან "დაფიონის" წევრები "პირველებს"

დაშინებები, გატაცებები, დახვედრები და ძალადობა დაუსრულებლად, დაუსჯელად გრძელდება.  სამიზნეში ამოიღეს ახალგაზრდული სტუდენტური მოძრაობებიც. მოძრაობა "დაფიონის" დამფუძნებლების სახლებთან ნიღბიანი მამაკაცები გამოჩნდენ. აქტივიტებს აგინეს და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ამ ფაქტს კი საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახის წევრის ოთხი საათით გაუჩინარებაც, რასაც "დაფიონი" ასევე დაშინების კამპანიაას გაგრძელებას უკავშირებს. 

დეტალები არ ვიცით, მაგრამ ის ვიცით, რომ სახლში არის მის დასთან. დანაშაულს ჰქონდა თუ არა ადგილი, ეგეთი დეტალები არ ვიცით. შეიძლება, რაღაცას ტელეფონით ვერ ამბობს, ან არ ამბობს, რადგან ფიზიკურად ვერ გავდიოდით ხაზზე, ტელეფონზე ზარი გადიოდა, მაგრამ რაღაცას ადგილი უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით. პირველ რიგში, უნდა ვნახოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ აქვს", - ამბობს "დაფიონის" წევრი ზვიად ცეცხლაძე.

ღამის პირველი საათისკენ შემოვიდა სახლის ეზოში ერთი ჯიჯგვი ტიპი ნიღბით და დაიწყო ზვიადის და ლუკას ძახილი. მე და ზვიად გვეძახდა. გავხედე თეთრი ნიღბით იყო და კაპიუშონი ეფარა. ლუკა შენ ხარო, მკითხა და კი მე ვარ მეთქი რომ ვუთხარი, დაიწყო გინება. ზვიადის დედა გადიოდა გარეთ და მაგის გამო გადავკეტე კარი, არ გავედი მეც და გამოვიყვანე უკან. ცოტახანში აღარ ჩანდა, გაიქცა. დაახლოებით 4 საათის გასული იყო ჩემი ძმა. ჩვენ ამ დროს ვეძებდით. არ გამოვრიცხავ არაფერს. საეჭვო ჩანს, რომ გატაცების შემდგომ დაგვადგნენ. აქამდე არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მხოლოდ ტელეფონზე გვირეკავდნენ. ამით ვერ შეგვაშინებენ და ვერც გაგვაჩერებენ", - ამბობს "დაფიონის" წევრი ლუკა ნაცვლიშვილი.

სიკვდილის ღამის ბრიგადები არ ჩერდებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივიტებს ჩასაფრებებეს მთელი ღამის განმავლობაშიი უწყობდნენ. საკუთარ სახლთან სავარაუდო მოძალადეები ელოდებოდნენ რატი ამაღლობელსაც. ამის შესახებ ქართველმაა პოეტმა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები