კონგრესმენების განაცხადი ნიშნავს, რომ ივანიშვილი, კობახიძე, გომელაური და ა.შ. აშშ-ს მიერ იქნებიან სანქცირებული - სამადაშვილი
კონგრესმენების განაცხადი ნიშნავს, რომ ივანიშვილი, კობახიძე, გომელაური და ა.შ. საკანონმდებლო დონეზე აშშ-ს მიერ იქნებიან სანქცირებული - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მიიღო ვაშინგტონიდან, რომელსაც ხელს 29 კონგრესმენი აწერს.
სამადაშვილის თქმით, უზარმაზარი საფრთხის წინაშე დგას საქართველო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, საქართველოს ყველა აქტიური მოქალაქე შეიკრიბოს და ერთად შეეწინააღმდეგოს ხელისუფლების,მცდელობას, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ახალი გასაბჭოება..
„ჩვენ ვხედავთ,რომ უზარმაზარი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს საქართველოს,ქართველ ხალხს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ, უკვე ოფიციალურად დავადექით ბელარუსის გზას,როდესაც აშშ-ს კონგრესი ამბობს, რომ თუ რუსული კანონი იქნება მიღებული მოუწევს მიიღოს საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი, ისეთი, როგორიც არსებობს ბელარუსისთვის. მსურს, მოკლედ განვმარტო, რას ნიშნავს მსგავსი განაცხადი - პირველი, რას ნიშნავს ეს, ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის, გომელაურის რეჟიმის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ხელს აწერენ საქართველოს გასაბჭოების და დემოკრატიის გაუქმების მცდელობას, მათ შორის 83 დეპუტატისთვის, რომელიც ხმას აძლევს ამ კანონს. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე აშშ-ს მიერ იქნებიან სანქცირებული, როგორც ფინანსურად, ასევე შეიზღუდება მათი გადაადგილება. აშშ-ს მიერ სანქცირება ნიშნავს,რომ თქვენ ოფიციალურად აღმოჩნდებით რუსეთის მოკავშირეების სიაში და შესაბამისად, ამერიკა არ იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც თქვენ თავისუფლად ვერ იმოქმედებთ და გაგიჭირდებათ შესაბამისად, დასავლეთ ევროპაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც გაგირთულდება მოგზაურობაც, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებაც, თქვენი საკუთრება,თუ გაქვთ სადმე დასავლეთში, პოტენციურად დაექვემდებარება სანქციებს. ეს ვრცელდება თქვენი ოჯახის წევრებზეც. მარტივად ვიტყვი, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, რომელიც აშშ-ში სწავლობს და მე მას წარმატებას ვუსურვებ, მამამისის მიერ საქართველოს გასაბჭოების და დემოკრატიის გაუქმების მცდელობის გამო შესაძლოა გაუშვან დეპორტაციაზე და გაუუქმონ ამერიკული ვიზა. იგივე შეეხება წილოსანს და ყველა სხვა ქართველ დეპუტატს, რომელსაც შვილი დღეს დასავლეთში ჰყავს გაგზავნილი, მაგრამ რას ნიშნავს ეს ქართველი ხალხისთვის - იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვიღებდეთ მილიარდობით დახმარებას, რომელიც მიემართება ეკონომიკის დახმარებაში იმისათვის,რომ პენსია გაიზარდოს 1 000 ლარამდე, 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას, ანაკლიის პორტი დასრულდეს,ამის ნაცვლად, ჩვენ შეგვიმცირდება შესაბამისი დახმარება და საქართველო აღმოჩნდება უარეს მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის ბელარუსი, ეკონომიკურად იზოლირებული და დამოკიდებული ერთადერთ ქვეყანაზე,რუსეთზე. სწორედ ამის შესაჩერებლად დღეს ჩვენ, ქართველ ხალხს გვჭირდება სიმტკიცე. რეჟიმის და რუსეთის გათვლა არის ის,რომ მათ შორის ის ტერორის კამპანია, რაც მათ წამოიწყეს ვიღაცას შეაშინებს, ვიღაცა ვერ გაბედავს მივიდეს აქციაზე და გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის გასაბჭოება, დღეს ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ყველას და პირველ რიგში რუსეთს, რომ საქართველო არის ქართველი ხალხის, ქართველ ხალხს ვერავინ შეაშინებს, საქართველოს გასაბჭოება 2024 წელს ვერ მოხდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
14 სენატორის შემდეგ, ახლა უკვე 29 ამერიკელი კონგრესმენიც - ირაკლი კობახიძეს შტატებიდან ახალი მძიმე წერილი წამოეწია. რუსული კანონის მომხრე პრემიერს, გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ საჭიროა მთავრობამ ხალხის ხმას მოუსმინოს და რუსული კანონი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონგესმენები სენატორების მოთხოვნებს გაიზიარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მთავრობა რუსულ კანონს კანონად აქცევს შესაძლოა ქვეყანამ ამერიკული ფინანსური დახმარება დაკარგოს. დაწესდება სავიზო შეწღუდვებიი და სანქციებიც მათ წინააღმდეგ ვინც რუსულ კანონის მიღებას მხარს დაუჭერს.
შტატებში კიდევ ერთელ განმარტავენ, რომ რუსული კანონი არა თუ ამერიკულმოდელზეა დაფუძნებული, არამედ რუსეთში მიღებულის ასლია.