ეს არის ქართველი ხალხი, ქართული სული , ის ერთიანობა, რომელიც ამარცხებს რუსეთს - კუპრაძე

11.05.24 20:54
ეს არის ქართველი ხალხი, ქართული სული , ის ერთიანობა, რომელიც ამარცხებს რუსეთს - კუპრაძე

"ეს ქართველი ხალხი და ქართული სულია, რომელიც ამარცხებს რუსეთს და ამარჯვებინებს საქართველოს" - ამის შესახებ  "ლელოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ევროპულ მარშზე განაცხადა. 

"ამ ქვეყანაში არაფერი რუსული არ გაიხარებს" - ამბობს პოლიტიკოსი.

ეს არის ქართველი ხალხი, ქართული სული და ის ერთიანობა, რომელიც ამარცხებს რუსეთს და ამარჯვებინებს საქართველოს. ამ ქვეყანაში რუსული არაფერი არ გაიხარებს. არც ბიძინა ივანიშვილი, არც "ქართული ოცნება". გაიხარებს მხოლოდ ქართული, ეროვნული ინტერესები, რომელსაც წარმოადგენს ყველა ის მოქალაქე, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის მომავლისთვის", - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - საქართველო ქუჩაშია. ევროპულმა მარშმა გეზი ოთხი ლოკაციიდან აიღო. მოქალაქეები მეტრო 300 არაგველზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. ამ წუთებში ათი ათასობით ადამიანი ევროპის მოედნისკენ მიემართება.   

მსგავსი სიახლეები