მთელი საქართველო კარგავს მოთმინებას! - მამა გიორგი მამალაძე
მამა გიორგი მამალაძე თბილისში მიმდინარე ანტირუსულ დემონასტრაციაში იღებს მონაწილეობას. სასულიერო პირი ევროპის მოედანზე ეტლით მივიდა.
დღეს აქ წყდება ჩვენი შვილების მომავალი - ამბობს მამა "ტვ პირველთან" გიორგი მამალაძე.
მისი თქმით, ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად ის სახლში ვერ გაჩერდა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს და კანონი უნდა გაიწვიოს.
დღეს აქ წყდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავალი. ის კანონი, რომელიც არის ინიცირებული ჩვენი შვილების მომავალს ევროპისკენ აფერხებს, რაც თავის მხრივ, ჩვენს შვილებს აღიზიანებს, რადგანაც უკარგავს საუკეთესო მომავალს. პავლე მოციქული ბრძანებს "ნუ დააკარგვინებთ შვილებს მოთმინებას". ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს შვილებთან ერთად თითქმის მთელი საქართველო კარგავს მოთმინებას, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, ეს კანონი, რომელსაც რუსული ეწოდება... არ აქვს მნიშვნელობა, რა ეწოდება, კანონი, რომელიც ხელს უშლის, ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალს, მას რაც არ უნდა დაარქვა, ის კანონი დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს ხელისუფლებამ"- ამბობს მამა გიორგი მამალაძე.
სასულიერო პირის თქმით, "ხელისუფლების დაკარგვის აგონიაში მყოფი მთავრობა ვეღარ იაზრებს რა მოუვიდა წინა მთავრობებს":
ჩვენ ხშირად გვეუბნებიან დღეს ფსევდო-პატრიოტები, ფსევდო სარწმუნოების წარმოამდგენლები, რომ ახალგაზრდებს არ უყვართ ისტორია, მაგრამ ადამიანები ვინც ამას გვიჩიჩინებენ, ვერაფერს სწვალობენ უახლესი ისტორიიდან. ხელისუფლების დაკარგვის აგონიაში მყოფი მთავრობა ვეღარ იაზრებს რა მოუვიდა წინა მთავრობებს და უნდა გავხსენოთ ის, რასაც ისინი 12 წლის წინ აპრროტესტებდნენ. ხელისუფლებამ უდა გაიგოს ხალხის ხმა და ეს კანონი უნდა გაიწვიოს"- დასძინა მან.