"მე გამომიყენებენ უჩას დასაშანტაჟებლად"- ექსკლუზიური ინტერვიუ მარიამ იაშვილთან დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე
რისთვის დაიჭირეს უჩა აბაშიძე და მარიამ იაშვილი - "შაბათის ეთერის" ინტერვიუ მარიამ იაშვილთან, რომელიც მის დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრეა ჩაწერილი.
მარიამ იაშვილი "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტს ეუბნება, რომ ფარული სათვალთვალო კამერები, რომელზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებს, მათ თავდაცვის მიზნით შეიძინეს.
რაც შეეხება კიბერშეტევის ბრალდებას, ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ეს "სრული აბსურდია".
"ჩემი პირადი ნივთების ამოღებისას, მათ რაც თქვეს, რომ კიბერშეტევას ეხება, ეს ყველაფერი არაფერი მსგავსი არ ამოუღიათ. საიტებზე შეღწევას ახსენებდნენ, რაც არის სრული აბსურდი"- აცხადებს მარიამ იაშვილი.
ქალი რამდენიმე საათის წინ არ გამორიცხავდა, რომ მას ქმრის დასაშანტაჟებლად გამოიყენებდნენ.
"იდეაში, მე გამომიყენებენ უჩას დასაშანტაჟებლად"- უთხრა ამჟამად დაკავებულმა "ნოდარ მელაძის შაბათს".
იაშვილი მისი მეუღლის დაკავებასაც იხსენებს და ამბობს, რომ ორი დღის წინ, ერისთავის ქუჩაზე სრული განუკითხაობა იყო.
"ჩხრეკისას დაწყების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სახლში ჩამწერი კამერები მქონდა. ბოლო პერიოდში ვფიქრობდი და უჩაც ამბობდა, რომ უსაფრთხოებისთვის ჩაგვერთო, რადგან ფიქრობდა, რომ სახლში შემოვიდოდნენ, როცა ჩვენ აქციაზე ვიქნებოდით. კამერები რომ ნახეს, ძალიან არ ესიამოვნათ და შემდეგ ყველაფრის გადმოყრა დაიწყეს, რამე ისეთი არ დარჩენილიყო სახლში, რასაც შეეძლო, ჩაეწერა ეს ჩხრეკა ან ის თუ მანამდე იყო ვინმე ჩვენს სახლში შე,ოსული"- ამბობს დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან.
გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ 9 მაისს დაკავებული სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი, მარიამ იაშვილი ამ უკანასკნელთან ათობით პირის ინტიმურ კავშირს უკანონოდ იწერდნენ და ინახავდნენ.
გომელაურის უწყების მტკიცებით, საქმეს ჰყავს მრავალი მსხვერპლი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.