ათი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს "ოცნებას" კანონის გაწვევა - სალივანი
"ქართველი ხალხი დაშინების ტაქტიკას არ შეუშინდა", - ასე ეხმიანება თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი თბილისში 11 მაისს გამართულ მასშტაბურ აქციას. მაღალჩინოსანი პლაქტფორმა X-ზე წერს, რომ წვიმის მიუხედავად ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევა ქუჩაში ათი ათასობით ადამიანმე მოსთხოვა.
"ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა დაშინების ტაქტიკას, ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს "ქართულ ოცნებას" კანონის გაწვევა," - წერს სალივანი.