"დეზინფორმაციული კამპანიის ტალღაა" - პაპუაშვილი გუშინდელ მასშტაბურ აქციაზე
დეზინფორმაციული კამპანიის ტალღაა, - ასე აფასებს გუშინდელ მრავალათასინ აქციას "ქართული ოცნების" ლიდერი შალვა პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ამტკიცებს, რომ რუსულ კანონის წინააღმდეგ არგუმენტები არ არსებობს.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი თავს ისევ დასავლელ პარტნიორებს ესხმის და ამბობს, რომ არავის აქვს უფლება, საქართველოში ფული უჩუმრად, პოლიტიკური მიზნებისთის ხარჯოს.
რაც შეეხება აქციას, კიდევ ერთხელ, ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ შორის, ამ თემასთან დაკავშირებით სწორედ დეზინფორმაციული კამპანიის ტალღაა, მათ შორის, უცხოეთიდან წარმოებული. საგნობრივი დისკუსია არის ნული, არის უბრალოდ, ტრაფარეტებით და სლოგანებით საუბარი, რომ რაღაცა არ შედის ევროპულ ღირებულებაში და ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება ევროპულ მისწრაფებებს. ეს არის აბსოლუტურად, ლოზუნგებით საუბარი შინაარსის გარეშე და გარდა ამისა, ეს არის გარკვეული პიედესტალიდან საუბრის მცდელობა ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც საუბარია, თითქოს რაღაცა ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. არავის აქვს ექსკლუზივი, ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე ქართველ ხალხთან, არავის აქვს უფლება, შემოვიდეს საქართველოში, ფული ხარჯოს უჩუმრად პოლიტიკური მიზნებით და არც კი ჩათვალოს ქართველი ადამიანი ღირსად, რომ მას უთხრას, რაშ ხარჯავს ამ ფულს. ეს არის ზუსტად, თუკი რაიმე არის რუსული, ზუსტად ეს დამოკიდებულებაა რუსული, - ამბობს პაპუაშვილი.