"ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი" - იან კელი აქტივისტების წინააღმეგ გახორციელებულ თავდასხმებზე
"ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი", - ასე აფასებს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი აქტივისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ გახორციელებულ თავდასხმებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში პირდაპირ წერს, რომ თავდასხმებზე მთავრობის დუმილი აღნიშნულში მათ მონაწილეობაზე მიანიშნებს, რაზეც პასუხი უნდა აგონ.
ამაზრზენი, შეურაცხმყოფელი და არალეგალური. პატიოსნების რაიმე დონის მქონე ნებისმიერი მთავრობა ამ თავდასხმებს დაგმობდა. თუ არა, [მაშინ] ამას საკუთარ თავზე იღებენ და პასუხს აგებენ, - წერს იან კელი.