თუ კანონს მაინც მიიღებენ, ეს იქნება „ოცნების“ მხრიდან აღიარება, რომ ქართველი ხალხის ნებას უგულებელყოფენ - ნინო დოლიძე
თუ კანონს მაინც მიიღებენ, ეს იქნება „ოცნების“ მხრიდან აღიარება, რომ ქართველი ხალხის ნებას უგულებელყოფენ, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" ხელმღვანელი ნინო დოლიძე საუბრობს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს პარლამენტთან ღამე რაც შეიძლება მეტმა მოქალაქეემ გაათენოს, რადგან "ოცნების" დეპუტატების საკუთარი პროტესტის ხმა გააგონონ.
ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სადაა სიმართლე და ისინი ყოველთვის იდგებიან სიმართლის მხარეს. რაც შეეხება გეგმებს, თქვენ იცით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ მივიდეთ ყველანი და ვაპირებთ, რომ დავრჩეთ საქართველოს პარლამენტთან, იმიტომ, რომ ხვალ დილით არის დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენა და ჩვენს ყველა პარლამენტის წევრს, რომელიც ცდილობს, საქართველოს საწინააღმდეგო კანონი მიიღოს, ჩავხედოთ თვალებში. ჩვენ მაქსიმალურად შევეწინააღმდეგებით ამ კანონის მიღებას, მშვიდობიანად, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე მოვდიოდით და თუკი მაინც იქნება მცდელობა ამ კანონის მიღების, ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან აღიარება იმის, რომ ისინი ქართველი ხალხის ნებას, უბრალოდ, უგულებელყოფენ, - ამბობს ნინო დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების შეკრება პარლამენტთან დღეს საღამოს, ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს.
13 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დილიდან რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვაა ჩანიშნული. პროტესტის მონაწილეებს სურთ, ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და "ოცნების" დეპუტატებს საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონონ.