გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი! არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! - სააკაშვილი

12.05.24 16:23
გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი! არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! - სააკაშვილი

გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი, ვიდრე მაიდნებზე უკრაინაში,  ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და ვარდების რევოლუციის დროსაც კი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ გამარჯვება გარანტირებულია, ამიტომ ახლა მოქალაქეები არ უნდა გატყდნენ. 

გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი ვიდრე მაიდნებზე უკრაინაში,  ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და ვარდების რევოლუციის დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ახლა.  
გაუმარჯოს ერთობას! 
არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!, - წერს სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები