შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ თბილისის ქუჩებში გამოვიდა - ჰერჩინსკი

12.05.24 16:27
შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ თბილისის ქუჩებში გამოვიდა - ჰერჩინსკი

„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დიპლომატმა გუშნდელი აქციის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ხალხის სიმრავლემ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  

ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში გამოვიდა, რათა დაეფიქსირებინა აზრი არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსებული სახით მიღება არ მოხდება. განვახორციელეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის ორგანიზება, რათა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით“, - აღნიშნა დიპლომატმა.

მსგავსი სიახლეები