შიშის ფაქტორი, რომელსაც ესენი თესავენ, თვითონ ბიძინას შიშებია - გია ბუღაძე
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშინებების არ ეშინია. ხელოვანის თქმით, შეშინებული თავად ხელისუფლება და ივანიშვილია და ამ დაშინების მეთოდებსაც სწორედ ამიტომ მიმართავენ.
აქამდე არ შემშინებია, თვენახევარია ეს ხდება და ახლა რატომ უნდა შემეშინდეს? პირიქით, ეშინიათ მათ. ჩემთვის ეს იცით რა არის? ეს შიშის ფაქტორი, რომელსაც ესენი თესავენ, თვითონ ბიძინას შიშებია. ეს პროეცირებულია მის გარემოაზე, რეალურად და ცდილობს, ჩვენც შიშში ჩაგვაგდოს, - ამბობს გია ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების შეკრება პარლამენტთან დღეს საღამოს, ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს.
13 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დილიდან რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვაა ჩანიშნული. პროტესტის მონაწილეებს სურთ, ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და "ოცნების" დეპუტატებს საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონონ.