ობრაიენის ვიზიტი არის განაცხადი, რომ ამ ხელისუფლებას ემუქრება სანქციები - გრიგოლ გეგელია
ობრაიენის ვიზიტი ამ მომენტში არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებას ემუქრება სანქციები, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ქვეყნისთვის რთულ დღეებში თბილისში არაერთი უცხოური დელეგაცია ჩამოვა, რათა რუსულ კანონთან დაკავშირეით საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირონ.
ობრაიენის ვიზიტი ამ მომენტში არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ხელისუფლებას ემუქრება სანქციები. ეს არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ უმაღლეს დონეზეა დაინტერესებული საქართელოს სვე-ბედით. ხვალ ჩამოდი მიხაილ როთი, ჩამოდის ჟიგიმანტას პავილიონისი, არაერთი სხვა კოლეგა, შემდეგ დღეებში მოდის ბალტიისპირეთის დელეგაციები. დღეს, ხვალ, ზეგ და მაზეგ ამ ქალაქში იქნება ძალიან ბევრი დელეგაცია, რომელიც ევროკავშირის სახელით ფიზიკურად აქ, ჩვენთან ერთად დააფისქირებენ საკუთარ პოიზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყნის რუსიფიკაცია არ მოხდება, - ამბობს გეგელია.
რუსული კანონის დამტკიცებამდე საქარველოში ევროპიდან საგანგებოდ დელეგაცია ჩამოდის. გერმანელი, პოლონელი და ფინელი დეპუტატები პირველ შეხვედრას ხვალ დილის 11 საათზე ოპოზიციასთან გამართავენ. ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოსულ ევროპელ პოლიტიკოსებს, ამ დროის მონაცემებით, "ოცნების" დეპუტატები არ შეხვდებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე თქვა, რომ მას ევროდეპუტატებთან შესახვედრად არ სცალია.
ამის მიუხედავად, "ოცნება" ვერ ასცდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საქნციების კოორდინატორთან საუბარს. ჯიმ ობრაიენის თბითმფრინავი თბილისში ხვალ ღამით დაეშვება.