პრეზიდენტი პოლიციას: რეპრესიები და ძალადობა არ გაბედოთ

12.05.24 18:35
პრეზიდენტი პოლიციას: რეპრესიები და ძალადობა არ გაბედოთ

 არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ საზოგადოება, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სამართალდამცველებს. სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე პასუხისმგებლობა სწორედ პოლიციის კისერზეა. 

მინდა მივმართო სამართალმდაცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში... არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენიმე კვირაა აჩვენა მსოფლიოს რამდენად მშვიდობიანი, შეგნებული, შემართებული და რამენად არ არის პროვოკაციაზე წამსვლელი. ასე რომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცებით დემოკრატიულად, რომ თქვენ კაონს არ ემორჩილებით, ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავოთ ამისგან, იმიტომ, რომ რაც არ უნდა და როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები