ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო აქციაზე - ზურაბიშვილი
ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსების, ვითომ მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან, რამდენი ადამიანი იყო აქციაზე, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ მშვიდობიანად აჩვენა მსოფლიოს, რომ რუსული კანონის მირებას არ დაუშვებს.
გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ეს არის და ეს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსების, ვითომ სერიოზულების, მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს, - ამბობს ზურაბიშვილი.