რამდენი ადამიანი იყო გუშინდელ აქციაზე - "ოცნების" არითმეტიკა
თავისუფლებისმოყვარე ხალხის ევროპული მარში თბილისში - ქუჩა-ქუჩა ანგარისშწორებამ, ძალადობამ, დაკავებებმა და ქოლ ენტრებიდან განხორციელბმა მუქარის ზარებმა შედეგი არ გამოიღო. ევროპის მოედანზე გუშინ იმაზე მეტი გაბრაზებული ადამიანი გამოვიდა, ვიდრე ამას "ქართული ოცნება" ელოდა. რუსული კანონის გაწვევას ქუჩიდან ითხოვდნენ საჯარო მოხელეებიც და საჯარო სკოლების მასწავლებლებიც. ევროპული მარშის მონაწილეებმა ზრდილობაც აჩვენეს, კულტურაც და აიქიუც. ქართულად იმღერეს, ხორუმი იცეკვეს და ვახტანგ გორგასლის ძეგლზე ხუთჯვრიანი დროშა აღმართეს.
უპრეცედენტო ერთობამ რეჟიმის დასასრული გამოაჩინა. ვიზიონერის გამოთვლით, მეტეხის ხიდთან გუშინ მომიტინგეების რაოდენობა 300 ათასამდე იყო, მაგრამ მამუკა მდინარაძემ მხოლოდ 20 ათასი დათვალა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.