ქვეყანას კრიმინალური დაჯგუფება მართავს - ბადრი ჯაფარიძე
პრემიერის და შს მინისტრის მიზანი მანიფესტანტების დაშიანება იყო, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საუბრობს, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანას არა ინსტიტუტები, არამედ კრიმინალური დაჯგუფება მართავს, რომელიც რეალურ დამნაშავეებს არ აკავებს.
ეს კანონი უნდა იქნეს გაწვეული. თავისთავად დიდი უბედურებაა, როცა ასეთი პრემიერ-მინისტრი გვყავს, მაგრამ ცხადია, მისი ამოცანა იყო დაეშინებინა ახალგაზრდები და მანიფესტანტები. სამწუხაროდ, შს მინისტრმა გაიმეორა იგივე. ამ დროს თბილისში დათარეშობენ მოძალადე ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ძალადობას ოპონენტებზე, ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ახალგაზრდებზე, ამაზე ერთი სიტყვა არ უთქვამთ არც შს მინისტრს და არც პრემიერ-მინისტრს. ეს ნიშნავს, რომ დღეს ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მართავს არა ინსტიტუტები, არამედ კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს დააშინოს ჩვენი მოსახლეობა და გადაჩეხოს რუსულ უფსკრულში, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.