ნიღბიანები პარლამენტის შენობაში - ვის იცავენ სპეცრაზმელები?

13.05.24 02:54
ნიღბიანები პარლამენტის შენობაში - ვის იცავენ სპეცრაზმელები?

მაშინ, როცა ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ, პარლამენტს ნიღბიანები აკონტროლებენ. 

სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები პარლამენტის ფანჯრებიდან ფარულად უღებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს. 

რამდენიმე სათის წინ, გაჩნდა ვარაუდი, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოცნების დეპუტატები შენობაში არიან.

რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა 5 საათზე მეტია მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა დაიკავეს.  „გავათენოთ საქართველოსთვის“ - მონაწილეები აპირებენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტთან დახვდნენ.

რამდენიმე საათში, 09:00 საათზე დანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია რუსული კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა.

მსგავსი სიახლეები