არა რუსულ კანონს კი არა, არა რუსულ რეჟიმს! - ეკა ხერხეულიძე
ეს არის რუსული რეჟიმი, არა რუსულ კანონს კი არა, არა რუსულ რეჟმს! - ამის შესახებ პარლამენტთან მისული ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, მოქმედი ხელისუფლების ხელში ვერც სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა შესაძლებელი, ამიტომ, მისი თქმით, რუსული ხელისუფლება უნდა დამთავრდეს.
ამას აქვს ერთი სახელი - ეს არის რუსული რეჟიმი. რუსეთში როგორც ექცევიან ოპოზიციონერებს, განსხვავებული აზრს, იგივენაირი მეთოდებით უსწორდებიან აქ. ეს უნდა დამთავრდეს. არა რუსულ კანონს კი არა, არა რუსულ რეჟიმს! ყველამ გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყანაში ვერცერთ შემთხვევაში არჩევნები ვერ ჩატარდება ამ პირობებში, იმიტომ, რომ ოპოზიციურ ძალას აღარ აქვს არანაირი საშუალება, რომ თავისი ოპოზიციური აზრი გამოხატოს და ჩატარდეს არჩევნები. იქ თავისუფალი ნება არ მუშაობს, ამიტომ რუსული ხელისუფლებაა დასამთავრებელი, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.