საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

13.05.24 12:54
საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

საყოველთაო გაფიცვას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. სტუდენტები აუდიტორიებიდან გამოდიან და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციებს მანამდე შეუერთდებიან, მანამ რუსულ კანონს ხელისუფლება არ ჩააგდებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ვწყვეტთ აკადემიურ პროცესებში მონაწილეობას, სანამ ეს კანონპროექტი არ იქნება უკან გაწვეული,“ - ამბობენ სტუდენტები.

არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! - საპროტესტო აქციები პარლამენტთან გრძელდება. 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, გზაზე სხედან. 

საპროტესტო მსვლელობა დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტიდანაც, სადაც გაფიცული სტუდენტები საყოველთაო მოთხოვნას უერთდებიან და რუსული კანონის ჩაგდებას ითხოვენ.

უნივერსიტეტები, რომლებიც საპროტესტო გაფიცვას უერთდებიან:

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  6. თბილისის სამხატვრო აკადემია;
  7. GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
  8. საქართველოს უნივერსიტეტი;
  9. კავკასიის უნივერსიტეტი;
  10. GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
  11. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
  12. სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  13. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
  14. ალტე უნივერსიტეტი;
  15. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
  16. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  17. საავიაციო უნივერსიტეტი;
  18. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
  19. ევროპის უნივერსიტეტი;
  20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
  21. სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  22. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  23. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  24. უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
  25. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  26. ბათუმის საზღვაო აკადემია;
  27. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
  28. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.