არ გავჩერდებით, სანამ არ გაიწვევენ ამ კანონს და სანამ ეს მთავრობა არ გადადგება - გაფიცული სტუდენტების მსვლელობა დაიწყო
სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო - თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოსთან სხვადასხვა უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები შეიკრიბნენ და მიემართებიან პარლამენტისკენ.
სტუდენტების თქმით, აუდიტორიებში რუსული კანონის ჩაგდებამდე არ დაბრუნდებიან.
სწავლაზე უარი იმიტომ ვთქვით, რომ არ გვინდა ხვალ, გავიღვიძოთ რუსეთში და რუსული რეჟიმით ვისწავლოთ, ჩვენ გვინდა რომ ევროპული მომავალი გვქონდეს, ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ გავჩერდებით, დღესაც, ხვალაც და სანამ არ გაიწვევენ ამ კანონს და სანამ ეს მთავრობა არ გადადგება,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
სანამ უკან არ გაიტანს ამ კანონს, არ დავნებდებით, რადგან ჩვენი მომავალი ევროპაშია, არ ვაპირებთ იმ ხელისუფლების წიხსლქვეშ ცხოვრებას, რომელიც გვაიძულებს სასტიკ რეჟიმში დაბრუნებას," - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! - საპროტესტო აქციები პარლამენტთან გრძელდება.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს აქციის მონაწილეები ოვაციებით შეხვდნენ.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, გზაზე სხედან.
საპროტესტო მსვლელობა დაიწყო კავკასიის უნივერსიტეტიდანაც, სადაც გაფიცული სტუდენტები საყოველთაო მოთხოვნას უერთდებიან და რუსული კანონის ჩაგდებას ითხოვენ.
უნივერსიტეტები, რომლებიც საპროტესტო გაფიცვას უერთდებიან:
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თბილისის სამხატვრო აკადემია;
- GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;
- საქართველოს უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი;
- ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
- თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები;
- ალტე უნივერსიტეტი;
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი;
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
- საავიაციო უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU;
- ევროპის უნივერსიტეტი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU
- სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- უნივერსიტეტი ალტერბრიჯი;
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- ბათუმის საზღვაო აკადემია;
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.