სდასუს სტუდენტები: ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს

13.05.24 13:39
სდასუს სტუდენტები: ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს

ახალგაზრდების გაფიცვას სდასუ-ს სტუდენტებიც უერთდებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.

ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს," - ამბობენ სტუდენტები.

 ახალგაზრდები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და ამბობენ, რომ აუდიტორიებში კანონის ჩაგდებამდე არ დაბრუნდებიან.