ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ ამ კანონის დამტკიცებით გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა - როთი

13.05.24 13:53
ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ ამ კანონის დამტკიცებით გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა - როთი

„მე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, რომ ამ კანონის დამტკიცებით გაიხსნას მოლაპარაკებების ფანჯარა, ევროკავშირი ძალიან მკაფიოა ამასთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მაიკლ როთმა გააკეთა.

როთის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი არ მიიღოს. 

გთხოვთ, საქართველოს მთავრობავ და მმართველო გუნდო, რომ შეაჩეროთ ეს უცხოური აგენტების შესახებ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს.

ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი," - ამბობს როთი.