ცნობილია, ვინ არის ის მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმი ძირსდაგდებულს ჯგუფურად გაუსწორდა
ცნობილია, ვინ არის ის მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმი ძირსდაგდებულს ჯგუფურად უსწორდებოდა - ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი კახა კვეკვესკირია. დაშავებული კადრებიდან მისმა ძმამ ამოიცნო.
კადრებში, რომელიც TV პირველმა მოიპოვა, ჩანს, როგორ უსწორდებიან 10-ზე მეტი ნიღბიანი ძირს დაგდებულ მოქალაქეს.
კადრებში ჩანს, როგორ უტყამენ წიხლებსა და ხელებს წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანებს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.
გომელაურის თანამშრომლებს გაურკვეველი ნივთი უჭირავთ ხელში და მას გამეტებით სახეში ურტყამენ დაკავებულებს.