ივანიშვილის სპეცრაზმის სისასტიკის ახალი მტკიცებულები (ვიდეო)

13.05.24 17:02
ივანიშვილის სპეცრაზმის სისასტიკის ახალი მტკიცებულები (ვიდეო)

 

 

ივანიშვილის სპეცრაზმის სისასტიკის ახალი მტკიცებულები - ვიდეომასალში, რომელიც "პირველებმა" გაასაჯაროვა, ჩანს, როგორ მიათრენ ცემა-ცემით სპეცრაზმელები დემონსტრანტებს.

დღეს ოლიგარქის რეჟიმი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენდა.

იზოლატორიდან საავადმყოფოში სასტიკად ნაცემი გურამ ადამია ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ცოტა ხნის წინ დიღმის სამმართველოდან კლინიკაში გადაიყვანეს. მას რამდენიმე სპეცრაზმელი უსწორდებოდა და ისეთი მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, რომ მის მდგომარეობაზე, როგორც ჩანს თვალი  ვეღარ დახუჭეს.  

დიღმის სამმართველოში კი ისევ რჩებიან დაკავებულები, რომლებმაც ადვოკატებს დეტალურად უამბეს, როგორ უმიზეზოდ დააკავეს და როგორ გასუწორდნენ შემდეგ ფიზიკურად. 

მსგავსი სიახლეები